Accessibility links

აფეთქებამ პაკისტანში ნატოს 16 ნავთობმზიდი დააზიანა


პაკისტანის პოლიციის ცნობით ბომბის აფეთქებამ დააზიანა სულ მცირე ნატოს კუთვნილი16 ნავთობმზიდი, რომლებსაც საწვავი ავღანეთში განლაგებული კოალიციური ძალებისათვის გადაჰქონდათ. ნავთობმზიდები გაჩერებული იყვნენ ქალაქ პეშავართან, როდესაც გაისმა აფეთქების ხმა და კოლონა ცეცხლის ალში გაეხვია. მსხვერპლისა და აფეთქების ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ნატოს ლოგისტიკის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით წინა პერიოდში მომხდარ აფეთქებებზე კი პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG