Accessibility links

logo-print

უკრაინაში ტიმოშენკოს მომხრეთა კარვებს იღებენ


ვითარება დღეს უკიდურესად დაიძაბა კიევში, სადაც პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებმა ალყაში მოაქციეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იული ტიმოშენკოს მომხრეების კარვების ქალაქი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია „ბერკუტის“ სპეცდანიშნულების ძალები, რომლებიც კარვების დემონტაჟს ახორციელებენ. მას შემდეგ, რაც პარასკევს კიევის პეჩორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა იულია ტიმოშენკოს, ყოფილი პრემიერის ასეულობით მომხრეებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო შენობის წინ მჯდომარე აქცია წამოიწყეს. იულია ტიმოშენკო ბრალდებას უარყოფს და სასამართლოს დადგენილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს უკრაინის ხელისუფლების მოქმედება. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ტიმოშენკოს დაპატიმრება ნეგატიურად აისახება უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე. უკრაინაში აშშ-ის საელჩომ კი მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იულია ტიმოშენკო.
XS
SM
MD
LG