Accessibility links

დიდი შვიდიანის მინისტრები ფინანსურ კრიზისზე იმსჯელებენ


გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შვიდიანის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები აპირებენ მოაწყონ ტელეკონფერენცია, რომელზეც იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა აღუდგენ წინ საკუთარი ბანკების მეშვეობით საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ვარდნითა და აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებით გამოწვეულ მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებს. შაბათს აშშ-ის წამყვანმა საკრედიტო სააგენტო Standard & Poors- მა ერთი პუნქტით შეამცირა აშშ-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი, რითაც ინვესტორებს შორის გაიზარდა აშშ-ის მთავრობის ობლიგაციების შენახვის რისკი. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს უთხრა, რომ დიდი შვიდიანის ფინანსთა მინისტრებმა კონსულტაციები მანამდე უნდა გამართონ, ვიდრე აზიის საფონდო ბაზრები ორშაბათს მუშაობას განაახლებდნენ. საკრედიტო სააგენტო Standard & Poors-სის თანახმად, აშშ-ის ფინანსური სისტემის მიმართ ნდობა უფრო ნაკლები გახდა ქვეყნის დავალიანების ლიმიტის 14.3 ტრილიონ დოლარამდე გაზრდისა და დეფიციტის შემცირების საკითხში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების უთანხმოების გამო.
XS
SM
MD
LG