Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდება გენერალ ბადრი ბიწაძის სასამართლო პროცესი


8 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი განახლდება ბრალდებულის დაუსწრბელად, რომელიც 26 მაისის შემდეგ მიმალვაში იმყოფება. მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხონ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი და “სახალხო კრების” რამდენიმე ლიდერი. ამის შესახებ ახალი ამბების სააგნტო “მედიანიუსს” გენერალ ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსსა და ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს ბრალი “პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში” ედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა, რომლის გადახდაზეც ბიწაძის ოჯახმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ სასამართლომ მას დაუსწრებდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბიწაძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG