Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები აგრძელებენ რეიდებს დემონსტრანტების წინააღმდეგ


სირიის სამთავრობო ჯარები, რომლებმაც დღეს ქალაქ დეირ ელ-ზოურის ნაწილი დაიკავეს, აგრძელებენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დარბევას. ქალაქში მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, ცალკეულ ადგილებში ისმის სროლისა და აფეთქების ხმა. ამასთანავე გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ძალის გამოყენებით ჩახშობა ქალაქ ჰამაში, რომელიც ხუთთვიანი საპროტესტო მოძრაობის მთავარ კერას წარმოადგენს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კუ მუნმა კვირის განმავლობაში დაგმო სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ხუთშაბათს პრეზიდენტ ბაშარ ასადის განკარგულებით ქვეყანაში ნებადართული გახდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა კი პირობა დადო, რომ სირიაში წლის ბოლომდე თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
XS
SM
MD
LG