Accessibility links

logo-print

საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნა აღნიშნება


დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე "რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ხსოვნის კვირეული დაიწყო. ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები მიიღეს და ფულადი საჩუქრები გადასცეს ქუთაისის მთავრობის წევრებმა. ხსოვნის დღე მოეწყო ქობულეთშიც, აგვისტოს ომის მემორიალთან. გაზეთ "პრაიმ თაიმის" ინიციატივით, კი მოეწყობა ხსოვნის კვირეული, რომელშიც ყველა პროფესიის ადამიანს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ჩატარდება საქველმოქმედო აქციები ცნობილი საწარმოებისა და კომპანიების მონაწილეობით. საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში 180-მდე საქართველოს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG