Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ინტერვენციისთვის მზადყოფნას


ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ იწყებს აქტიურ ინტერვენციას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. ეს მიანიშნებს ბანკის მზადყოფნაზე დაიწყოს იტალიისა და ესპანეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომ ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების ეკონომიკის გააქტიურებას. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ტრიშე მიესალმება იტალიისა და ესპანეთის ხელისუფლებების მიერ გამოცხადებულ რეფორმებს, რაც საბიუჯეტო ხარჯებისა და დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს. ”დიდი შვიდეულის” ფინანსთა უწყებებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ გადადგამენ ყველა აუცილებელ ნაბიჯს ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. კვირას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროპელ პარტნიორებს ევროს დასაცავად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზომების გატარებისკენ მოუწოდეს. ეს ნაბიჯები მოჰყვა სარეიტინგო სააგენტო
Standard & Poors-ის მიერ აშშ-ისთვის საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით დაწევას. დღეს ”დიდი შვიდეულის” ქვეყნების ფინნანსური უწყებების ხელმძღვანელები გამართავენ შეხვედრას მსოფლიო ბაზრებზე კონიუნქტურის შეცვლის პრობლემებზე.
XS
SM
MD
LG