Accessibility links

logo-print

ტიბეტის დევნილობაში მყოფ მთავრობას ახალი მეთაური ჰყავს


ინდოეთის ჩრდილოეთში, ქალაქ დარამსალაში დალაი-ლამას პოლიტიკური მემკვიდრის ინაუგურაცია ჩატარდა. 43 წლის ლობსაი სანგეიმ ტიბეტის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაურის თანამდებობა ჩაიბარა. ახალი პრემიერ-მინისტრი ტიბეტში არასდროს ყოფილა. დალაი ლამა სულიერი ლიდერად რჩება. ინაუგურაციის დღევანდელ ცერემონიას დალაი ლამა უძღვებოდა. სანგეი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში დაიბადა და გაიზარდა. სწავლობდა დელის უნივერსიტეტში, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი დაიცვა ჰარვარდის სამართლის სკოლაში. დღეს ჰარვარდის სამართლის სკოლის მეცნიერ-თანამშრომელია. ახალი პრემიერ-მინისტრი 5 წლით აირჩიეს.
XS
SM
MD
LG