Accessibility links

კიევის სასამართლომ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა ტიმოშენკოს გათავისუფლების შუამდგომლობა


კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს დარბაზში ტიმოშენკო დღეს მიიყვანეს საგამოძიებო იზოლატორიდან, სადაც მოათავსეს, პარასკევს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომის დაწყებამდე ყოფილმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა თავის უკრაინელ მომხრეებს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს, კერძოდ აშშ-ს. დღეს პეჩორის სასამართლოსთან ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც ტიმოშენკოს მომხრეები, ისე მისი მოწინააღმდეგეები. წესრიგის დასაცავად ხელისუფლებამ სასამართლოს შენობასთან ათასამდე პოლიციელი გაგზავნა; მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმიც იყო. ტიმოშენკოს იმაში ადანაშაულებენ, რომ 2009 წელს, უკრაინაში გაზის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერისას მან ძალაუფლებას გადაამეტა.
XS
SM
MD
LG