Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბეთის ქვეყნები ეცდებიან, დაარწმუნონ ასადი, თავი შეიკავოს მეტისმეტად მკაცრი ზომებისგან


სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად არაბთა ლიგა შეგონების გზას აირჩევს და უარს იტყვის „მკაცრი ზომების“ გატარებაზე. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ალ-არაბიმ. გუშინ ლიგამ სირიაში დაპირისპირებული ძალების მისამართით გამოთქვა მოწოდება, შეწყვიტონ ძალადობა. გუშინ სამთავრობო ჯარები განაგრძობდნენ ქალაქ დეირ-ეზ-ზორის იერიშს, რის შედეგადაც, მიღებული ცნობების თანახმად, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა. კიდევ ოცამდე ადამიანი მოკლეს სხვა ქალაქებში, სადაც ხელისუფლება სასტიკად უსწორდება ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ასადი ლეგიტიმურობას დაკარგავს, თუ არ შეწყვეტს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. დღესვე საუდის არაბეთმა სირიიდან თავისი ელჩი გაიხმო - ოპოზიციის წინააღმდეგ ასადის მთავრობის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისადმი პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG