Accessibility links

logo-print

საქართველოში მწუხარება გამოთქვეს ავღანეთში კოალიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოთქვა მწუხარება 6 აგვისტოს, ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ამერიკელი და ავღანელი სამხედროების დაღუპვის გამო. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”სამხედრო მოსამსახურეთა ტრაგიკული სიკვდილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რაოდენ დიდ მსხვერპლს იღებს მსოფლიო თანამეგობრობა და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და აშშ-ისა და ავღანეთის მთავრობებს.
XS
SM
MD
LG