Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილს „ანომალიად“ მიიჩნევს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქმეს არ დაიჭერს ადამიანთან, რომელმაც გასცა მშვიდობისდამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის დანაშაულებრივი ბრძანება. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან კიმ სუნ ჰვანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ლავროვმა მიხეილ სააკაშვილს „პათოლოგია“ და „ანომალია“ უწოდა. ლავროვის თქმით, ყოველივე ამასთან ერთად, ის ცუდად არის აღზრდილი. „მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა“, - დასძინა ლავროვმა - „ჩვენთვის ქართველი ხალხი არ ასოცირდება ამ პერსონაჟთან და მზად ვართ, სააკაშვილის გამოკლებით, განვავითაროთ საქმიანი, პრაგმატული და სხვადასხვა სფეროში ურთიერთმომგებიანი კონტაქტები.“
XS
SM
MD
LG