Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სასამართლომ შვიდი მოქმედი გენერლისა და ადმირალის დაპატიმრების ორდერები გასცა


თურქეთის სასამართლომ გასცა ამ ქვეყნის არმიის შვიდი მოქმედი გენერლისა და ადმირალის დაპატიმრების ორდერები. მიღებული ცნობების თანახმად, ეს ნაბიჯი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს უკავშირდება. ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან იმაზე, უკვე დააპატიმრეს თუ არა ოფიცრები. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ჩამოგდების მცდელობის ბრალდება არმიის ოფიცრებს ჯერ კიდევ ივლისში წაუყენეს. მას შემდეგ ამ საქმეზე რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე დააპატიმრეს. ივლისის მიწურულს რეპრესიების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა თურქეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობა.
XS
SM
MD
LG