Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედროების სამიზნე თალიბანის ლიდერი იყო


ნატომ დღეს განაცხადა, რომ 30 ამერიკელი სამხედრო და შვიდი ავღანელი ჯარისკაცი, რომლებიც კვირის ბოლოს ავღანეთის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვეპლნენ, ახორციელებდნენ ოპერაციას თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ. ალიანსის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი ვარდაკის პროვინციაში მოქმედი ექსტრემისტების ლიდერს ეძებდა. განცხადების თანახმად, გავრცელებული ცნობებით ვერტმფრენს ექსტრემისტმა ყუმბარა ესროლა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, დეივ ლეიპანის თქმით, ეს ერთი ინციდენტი არ გამოხატავს თალიბანის გაძლიერების ზოგად ტენდენციას.
XS
SM
MD
LG