Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგს იცავს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს დადებითად შეაფასა თავისი ქვეყნის საკრედიტო მაჩვენებელი და განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკური პრობლემები დაექვემდებარება გადაჭრას. ობამას განცხადებების ფონი გლობალურ საფონდო ბირჟებზე გაგრძელებული დაღმასვლა იყო. ობამას გამოსვლამდე საკრედიტო კომპანია "სტანდარდ ენდ პურმა" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ჩამოუქვეითა შეერთებულ შტატებს. პირველად ისტორიაში, შეერთებულ შტატებს მინიჭებული აქვს არა უმაღლესი მაჩვენებელი AAA, არამედ AA +. პრეზიდენტის განცხადებით კი აშშ ყოველთვის უმაღლესი მაჩვენებლის - AAA-ის - ქვეყანა იქნება; ოღონდ ეკონომიკის პრობლემების გადასაჭრელად პოლიტიკური ნებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG