Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ”მკაცრი გზავნილით” ჩადის


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს დამასკოს ეწვევა იმისათვის, რომ სირიის მთავრობას ანტი-სამთავრობო აქციების მონაწილეების დევნის შეწყვეტა მოსთხოვოს. ამ ვიზიტს წინ უძღოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ-ტაიპ ერდოანის განცხადება, რომ სირიაში გამოვლენილი სისასტიკის გამო თურქეთს ”მოთმინების ფიალა აევსო” და აჰმეტ დავუთოღლუ ”მკაცრ გზავნილს” ჩაუტანს სირიის მთავრობას. ორშაბათს საუდის არაბეთმა, კუვეიტმა და ბაჰრეინმა სირიიდან ელჩები გაიწვიეს. თურქეთი სირიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ბოლო დრომდე მისი ახლო მოკავშირეც.
XS
SM
MD
LG