Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრედიტო კრიზისის მოლოდინში მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ვარდნა აღინიშნება


აზიის საფონდო ბირჟებზე დღეს მორიგი ვარდნა აღინიშნა იმ მოლოდინის ფონზე, რომ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ საკრედიტო კრიზისის დასაძლევად საკმარისად მძლავრი ნაბიჯების გადადგმას. იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 3,3%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი - 6%-ით, სამხრეთი კორეის Kospi კი 7%-ზე მეტით. აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნით აღინიშნა ორშაბათიც. Dow Jones-ის ინდექსი 5,5%-ით დაეცა, რაც 2008 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. დაეცა ნედლ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასებიც. ოქროს ფასმა კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ერთ უნციაზე $61,4-ით გაძვირდა და $1,713-ის მიაღწია.
XS
SM
MD
LG