Accessibility links

აზერბაიჯანში დაბრუნდა ყოფილი პრეზიდენტი აიაზ მუთალიბოვი


აზერბაიჯანში თითქმის 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა ყოფილი პრეზიდენტი, აიაზ მუთალიბოვი. არაზ ალიზადემ, რომელიც მუთალიბოვთან ერთად ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუთალიბოვი ორშაბათს ჩავიდა ბაქოში მას შემდეგ, რაც მთავრობისაგან უფლება მიიღო, დასწრებოდა თავისი ვაჟიშვილის დასაფლავებას. მუთალიბოვის შვილი, აზადი ორშაბათს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი ავადმყოფობის შედეგად. მას დღეს ასაფლავებენ. მუთალიბოვი 1990-92 წლებში იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ვიდრე გადააყენებდნენ და ემიგრაციაში წასვლას აიძულებდნენ. მან მოსკოვს მიაშურა. ჯერ არ არის ნათელი, აპირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ბაქოში დარჩენას, ან აპირებს თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლება მის დაკავებას მისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ბრალდებები უკავშირდება 1990 წლის იანვარში საბჭოთა ჯარების მიერ ძალის გამოყენებას აზერბაიჯანელი ნაციონალისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG