Accessibility links

logo-print

აშშ მოითხოვს ბელორუსი უფლებადამცველის გათავისუფლებას


აშშ გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რომელიც გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა მის დაპატიმრებას უწოდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლო მაგალითი. უფლებადამცავმა ორგანიზაცია „ვიასნამ“, რომელსაც ბიალიატსკი ხელმძღვანელობს, დაგმო დაპატიმრება და მას პოლიტიკური ზომა უწოდა. „ვიასნას“ ინფორმაციით, ბიალიატსკი ხუთშაბათს დააკავეს მისი ბინის, აგარაკის და „ვიასნას“ ოფისის გაჩხრეკის შემდეგ. ბიალიატსკის დაპატიმრება დაგმეს ეუთომ, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ და ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმაც.
XS
SM
MD
LG