Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი პირობას დებს, რომ წესრიგს აღადგენენ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, მისი მთავრობა ყველა საჭირო ზომას მიმართავს წესრიგის აღსადგენად ბრიტანეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე ფართომასშტაბიანი არეულობების შემდეგ. კამერონის განცხადებით, „ უკვე დაკავებულია 450 ადამიანი. ვიზრუნებთ იმაზე, რომ სასამართლო პროცედურები და პროცესები დაჩქარდეს და ხალხი უნდა მოელოდეს მომდევნო დღეებში მეტ, გაცილებით მეტ დაპატიმრებას. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მართლმსაჯულება აღესრულოს და ამ ხალხმა იხილოს თავისი მოქმედების შედეგები“. კამერონი დღეს მთავრობის საგანგებო კომიტეტის სხდომას გაუძღვა მას შემდეგ, რაც სამი ღამე გაგრძელდა არეულობა, მაღაზიების ძარცვა და პოლიციასთან შეტაკებები ჯერ ლონდონში, შემდეგ კი ბირმინგემში, ბრისტოლსა და ლივერპულშიც. კამერონის თქმით, ლონდონში 6000-დან 16 000-მდე გაიზრდება პოლიციელების რიცხვი და ხუთშაბათს პარლამენტი შეიკრიბება საგანგებო სხდომაზე არეულობებთან დაკავშირებით. არეულობა დაიწყო ლონდონში მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა პოლიციელებთან დაპირისპირებაში ახალგაზრდა კაცის სიკვდილს.
XS
SM
MD
LG