Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა საქალაქო სასამართლოში


დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის საქმეს მის დაუწრებლად განიხილავს. ბიწაძეს, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, დღეს ნინო ბურჯანაძე თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა მხოლოდ ბრალდებულის ადვოკატების შეკითხვებს, რომელიც სახალხო კრებასთან ბადრი ბიწაძის ურთიერთობასა და მაისის საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მის როლს შეეხებოდა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, მისი მეუღლე სახალხო კრების არც ერთ სტრუქტურაში არ მონაწილეობდა არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად. მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, რომ პროკურატურას ბადრი ბიწაძის დანაშაულის მტკიცებულებები არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG