Accessibility links

logo-print

”ადეკვატური კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში დევნილები ”აფხაზეთიდან” გამოსახლებას არ ეწინააღმდეგებიან”


ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც დევნილთა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ისინი ადეკვატური კომპენსაციის, ან ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სასტუმრო ”აფხაზეთიდან” განსახლებას არ ეწინააღმდეგებიან. ლორთქიფანიძის თქმით, დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ თბილისში, რადგან 22 წლის განმავლობაში სწორედ დედაქალაქში არიან ინტეგრირებულნი. დეპუტატის განმარტებით, დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული უნდა იყოს სწორედ ინტეგრაციის ხარისხი.
XS
SM
MD
LG