Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია გამართეს სასტუმრო ”აფხაზეთში” მცხოვრებმა დევნილებმა


დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს ცხინვალის რეგიონიდან დევნილებმა, რომლებიც თითქმის 22 წელია სასტუმრო ”აფხაზეთში” ცხოვრობენ. მათი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მიღებულ წერილში, რომელსაც ხელს არავინ აწერს, ნათქვამია, რომ შენობა 15 აგვისტოსთვის უნდა დატოვონ. ცხინვალის რეგიონიდან დევნილები არასაკმარისად მიიჩნევენ შეთავაზებულ კომპენსაციას, 10 000 დოლარს და პირობას, რომ 3 თვის განმავლობაში ქირის საფასურს გადაუხდიან, შემდეგ კი, რუსთავში განასახლებენ. დევნილების განცხადებით, მათთვის რუსთავში განკუთვნილი საცხოვრებელი ჯერ გაურემონტებელია, თუმცა რეკონსტრუქციის შემდეგაც საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობა მოუწევთ. ცხინვალიდან დევნილები კანონიერ საცხოვრებლად მიიჩნევენ სასტუმრო ”აფხაზეთს,” რომელიც მათივე ცნობით, კერძო ინვესტორს გადაეცა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართეს, სასტუმროდან გამოსახლება გადაავადოს, მათთან მოლაპარაკება აწარმოოს და ინვესტორთან ურთიერთობისას დევნილთა უფლებები დაიცვას.
XS
SM
MD
LG