Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი გამოეხმაურა დუმაში წარდგენილ რუსული ბაზების შესახებ შეთანხმებებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დუმისთვის რატიფიცირების მიზნით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შეთანხმებების წარდგენას. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის სამი წლისთავის დღეებში განხორციელებული ასეთი ქმედება წარმოადგენს კიდევ ერთ ცინიკურ ნაბიჯს, რომლითაც რუსეთი დემონსტრაციულად აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ პოზიციას სუვერენული ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივი ცვლილებისა და ეთნიკური წმენდის მიუღებლობის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის აუცილებლობის შესახებ”.
XS
SM
MD
LG