Accessibility links

logo-print

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს


სოჭში გაიმართა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა, რომლის მთავარ თემადაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სახელდება. ალიევმა მადლობა გადაუხადა რუსეთს კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებაში შუამავლობისათვის. რუსეთი საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად თანათავმჯდომარეობს ე.წ. მინსკის ჯგუფს, რომელიც ეუთომ შექმნა მოლაპარაკების გზით სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია შესული ივნისის შემდეგ, როცა რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა.
XS
SM
MD
LG