Accessibility links

მოსკოვი ვაშინგტონის პასუხად ამერიკელების ”შავ სიას” ადგენს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით რუსი ჩინოვნიკების ”შავი სიის” შედგენის საპასუხო ნაბიჯი გადადგა. დღევანდელი გაზეთი ”კომერსანტი” წერს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ შედგენილ სიაში დასახელებული არიან ის ამერიკელები, რომლებსაც მოსკოვი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, ლაპარაკია ვიკტორ ბუტსა და კონსტანტინ იაროშენკოზე, რომლებიც ამერიკის ციხეებში არიან. პირველს იარაღით ვაჭრობაში ედება ბრალი, მეორეს - ნარკოტიკების კონტრაბანდაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილებ სერგეი რიაბკოვმა ”კომერსანტს” განუცხადა, რომ რუსეთის სიაში ჩამოთვლილია ის პირები, ვინც ”ქმნის პრობლემებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში” და მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.
XS
SM
MD
LG