Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობის მეოთხე ღამე ინგლისში


ინგლისის რამდენიმე ქალაქში არეულობა წუხელაც გაგრძელდა. ყველაზე ძალადობრივი ფაქტები სამშაბათს ბრიტანეთის სიდიდით მესამე ქალაქში - მანჩესტერში აღინიშნა, სადაც ახალგაზრდების ბანდები მაღაზიებს ძარცვავდნენ, ჰქონდათ შეტაკებები პოლიციასთან. მანჩესტერის პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ძარცვა და ხანძრის გაჩენის შემთხვევებმა ქალაქში უპრეცედენტო მასშტაბები შეიძინა. მან დაგმო არეულობის მომწყობთა ქმედება და განაცხადა, რომ ძალადობის საფუძველი უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ დანაშაულის ჩადენის განზრახვაა. არეულობა იყო სამშაბათს ლივერპულშიც, დასავლეთ ბრომვიჩში, ვოლვერჰემპტონში, ნოტინგემში. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე პოლიციამ ბრიტანეთში 1100-ზე მეტი პირი დააკავა. ლონდონში ხელისუფლებამ 16000 პოლიციელი გამოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ღამით ლონდონში წინა დღეებთან შედარებით სიმშვიდე იყო.
XS
SM
MD
LG