Accessibility links

logo-print

კიევში განახლდა ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი


კიევში განახლდა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციის ლიდერ იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი, რომელსაც საფუძვლად უდევს სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება. ტიმოშენკო პარასკევს დააპატიმრეს. ხელისუფლების ოპონენტები ტიმოშენკოს გასამართლებას მიიჩნევენ მცდელობად, ხელი შეუშალონ მის მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება გუშინ დაგმო ოთხმა ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყანამ - ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა. მანამდე უფრო ადრე, ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG