Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ფართოვდება დემონსტრანტების მიმართ ძალადობის მასშტაბი


სირიაში ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ფართოვდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების მასშტაბი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ძალადობას. სირიაში ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯარისკაცები შეიჭრნენ თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ორ ქალაქში. უფლებადამცავი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 1700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო პრეზიდენტ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. როგორც ასადმა გუშინ, დამასკში გამართულ შეხვედრაზე უთხრა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმეთ დავუთოღლუს, მთავრობა გააგრძელებს ბრძოლას „ტერორისტულ ჯგუფებთან“, რომლებსაც სირიის მმართველი რეჟიმი აკისრებს არეულობაზე პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG