Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი პირობას დებს, რომ ბოლოს მოუღებენ არეულობას ბრიტანეთში


ბრიტანეთში არეულობების მეოთხე ღამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მისი მთავრობა ბოლოს მოუღებს ძალადობას. „ეს ძალადობა, რომელიც გრძელდება, უბრალოდ, მიუღებელია და მას ბოლო მოეღება. ამას არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში, არ დავუშვებთ, რომ შიშმა იბატონოს ჩვენს ქუჩებში“, აღნიშნა კამერონმა სატელევიზიო მიმართვაში. ლონდონში, სადაც გუშინ დამატებით ათასობით პოლიციელი იყო განთავსებული, ღამემ, მთლიანობაში, მშვიდად ჩაიარა, მაშინ როცა არეულობა განახლდა რამდენიმე სხვა ქალაქში, მათ შორის მანჩესტერში და ბირმინგემში. პოლიციის ინფორმაციით, ბირმინგემში დაიღუპა სამი მამაკაცი, რომლებსაც მანქანა დაეჯახა არეულობის დროს. შაბათს არეულობის დაწყების შემდეგ ბრიტანეთში ასობით ადამიანია დაკავებული, მათგან მარტო 800-მდე კაცი - ლონდონში.
XS
SM
MD
LG