Accessibility links

სამხრეთ კორეის კუნძულს ცეცხლი გაუხსნეს ჩრდილოეთიდან


ჩრდილოეთმა კორეამ დღეს საარტილერიო ცეცხლი გახსნა სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ჭურვები წყალში ჩავარდა კუნძულ იონპიონთან, რის შემდეგაც სამხრეთმა კორეამ განახორციელა საპასუხო გასროლა. ორ კორეას შორის სადავო საზღვაო საზღვრის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე მოხდა ინციდენტები. გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთმა კორეამ ჭურვები ესროლა იონპიონს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG