Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კომპანიებს საერთაშორისო ბირჟებზე აქციათა განთავსების შესაძლებლობა ექნებათ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიებს საერთაშორისო ბირჟებზე აქციათა განთავსების შესაძლებლობა ექნებათ. ნიკა გილაურის თქმით, მთავრობა ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პრივატიზაციის პროცედურებს შეეხება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფო კომპანიებს საერთაშორისო ბირჟებზე აქციათა განთავსება არ შეუძლიათ. ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობა განიხილავს ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე საქართველოს რკინიგზის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის, ელექტროსისტემისa და სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციათა 15, 20 და 25%-ის განთავსების შესაძლებლობას, რაც, მისივე თქმით, დიდი რაოდენობით ახალი კაპიტალის მოზიდვის საშუალება იქნება. დღესვე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო შეძლებს ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე მაგისტრალური გაზსადენის აქციათა განთავსებასაც, რადგან ეს ობიექტი ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემადგენლობაშია.
XS
SM
MD
LG