Accessibility links

logo-print

”აფხაზეთში” მცხოვრები დევნილების სახელით სასამართლოს მიმართეს ახალგაზრდა იურისტებმა


სასტუმრო ”აფხაზეთში” მცხოვრები 700-მდე დევნილის სახელით სასამართლოს მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. მისი თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მსგავს შემთხვევაში ”საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ” ქვეყნის შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლებას კრძალავს და საბინაო დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩუგოშვილის თქმით, სასტუმრო ”აფხაზეთს” აქვს სწორედ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილების იძულებით გამოსახლება არ შეიძლება, თუ ისინი შეთავაზებას არ დათანხმდებიან. ”მიუხედავად იმისა, რომ დევნილებისთვის შეთავაზება მიუღებელია, მათ შსს-მ აცნობა, რომ 15 აგვისტოდან გამოსახლება დაიწყება, რაც უკანონოა”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე განმარტებით, იძულებითი გამოსახლების პროცესის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG