Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციებს განაგრძობენ ”აფხაზეთში” მცხოვრები დევნილები


თბილისში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან სასტუმრო ”აფხაზეთში.” ორასამდე ოჯახს რამდენიმე დღის წინ აცნობეს, რომ 15 აგვისტომდე შენობა უნდა დაცალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პოლიცია იძულებით გაასახლებს. დევნილები, რომლებისთვისაც მიუღებელია მთავრობის შეთავაზება, კერძოდ, 10 000 დოლარის კომპენსაცია, ან რუსთავში გადასვლა, დღეს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან. აქციის მონაწილე დევნილებმა შეთავაზებული პირობების განმარტება პირადად მინისტრ კობა სუბელიანისგან მოითხოვეს. დევნილებთან შეხვედრა მინისტრისგან მოითხოვა თბილისის საკრებულოში ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მან დევნილებთან შეხვედრისკენ მოუწოდა სასტუმრო ”აფხაზეთის” ახალ მფლობელსაც. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შენობა 26 ივლისს შეიძინა შპს ”ველაჯიომ”.
XS
SM
MD
LG