Accessibility links

logo-print

სარკოზი საფრანგეთის სახელმწიფო სექტორში დეფიციტის შემცირებას ითხოვს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ფინანსთა და ბიუჯეტის მინისტრებს განკარგულება გასცა, დამატებითი ზომები გაატარონ ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის დეფიციტის შესამცირებლად. შიშობენ, რომ შეერთებული შტატების შემდეგ საფრანგეთმაც შეიძლება დაკარგოს საკრედიტო სფეროში AAA რეიტინგი. გასულ კვირაში სარეიტინგო სააგენტო „სტანდარდ ენდ პურსმა“ შეერთებული შტატები AAA-დან AA-პლუსამდე ჩამოაქვეითა. ამ ჩამოქვეითებამ, ასევე დავალიანების სფეროში ევროპის რიგი ქვეყნების პრობლემებმა, ახალი რეცესიის შიში გააჩინა და უკანასკნელ დღეებში საფინანსო ბაზრებზე აქციების კურსების დაცემა გამოიწვია. სარკოზიმ შეწყვიტა შვებულება, და დღეს საგანგებო თათბირი ჩაატარა მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე დაძაბული ვითარებისა და საფრანგეთის ფინანსური პრობლემების შესახებ. დღეს ბაზრების ოდნავ სტაბილიზაცია მოხდა მას მერე, რაც შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შეინარჩუნებს საპროცენტო განაკვეთის. ევროზონის ქვეყნებს შორის საფრანგეთს ყველაზე ნაკლები დავალიანება აქვს.
XS
SM
MD
LG