Accessibility links

logo-print

დაღესტანში ერთი მილიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღესტანში შეიარაღებულმა მეამბოხეებმა ორ სხვადასხვა თავდასხმაში ერთი მილიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს. სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ჰასანოვმა თქვა, რომ ორმა თავდამსხმელმა სამშაბათს ცეცხლი გახსნა და მოკლა მილიციელი მისი სახლის წინ, სოფელ კადარში. მისივე თქმით, მეორე თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც ასევე სამშაბათს განხორციელდა, მეამბოხეებმა ორი ბომბი დაამონტაჟეს გზის პირას წუნთის რეგიონში. ბომბები მაშინ ააფეთქეს, როცა გზაზე მილიციის ოთხმა მანქანამ გაიარა. აფეთქების შედეგად ერთი მილიციელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG