Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს აშშ-ის ვერტმრფენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი მეამბოხეები


ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ ჯონ ალენის განცხადებით, იპოვეს და მოკლეს თალიბები, რომლებმაც შაბათს ჩამოაგდეს ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი. ამ ინციდენტმა 30 ამერიკელი ჯარისკაცი შეიწირა. გენერალმა პენტაგონში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „8 აგვისტოს, დაახლოებით, შუაღამეს, კოალიციის ჯარებმა მოკლეს თალიბი მეამბოხეები, რომლებსაც ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზე“. 6 აგვისტოს თავდასხმაზე პასუხისმგებელ მეამბოხეთა ლიკვიდაციის შესახებ განცხადება გააკეთეს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალებმაც. აშშ-ის სამხედრო ვერტმრფენი შაბათს ვარდაკის პროვინციაში ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპნენ 30 ამერიკელი ჯარისკაცი, შვიდი ავღანელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანელი თარჯიმანი.
XS
SM
MD
LG