Accessibility links

logo-print

საფინანსო ბირჟებზე ისევ დაღმასვლაა


დღეს აშშ-ის საფინანსო ბირჟებზე ვაჭრობის დილის საათებში 4% დაკარგა აშშ-ის აქციების კურსის წამყვანმა მაჩვენებელმა, დაუ ჯონსმა. დაღმასვლა აღირიცხა ევროპის საფონდო ბირჟებზეც. ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ პურსის“ მიერ 5 აგვისტოს აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის ჩამოქვეითება და ევროზონაში ვალებით გამოწვეული პრობლემები. იტალიაში აქციების ფასები 6%-ით დაეცა, გერმანიაში 5%-ზე მეტი დაკარგა წამყვანმა ინდექსმა, დაქსმა. შიშობენ, რომ შეერთებული შტატების შემდეგ საფრანგეთმაც შეიძლება დაკარგოს საკრედიტო სფეროში უმაღლესი რეიტინგი, AAA. თუმცა, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საფრანგეთს დღეს დაუდასტურა უმაღლესი მაჩვენებელი.
XS
SM
MD
LG