Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულსა და ფხენიანს შორის დაძაბულობა კვლავ გამწვავდა


ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა ერთმანეთს ყვითელ ზღვაში სადაო საზღვრის ახლოს დაძაბულობის ზრდაში სდებენ ბრალს. სამხრეთი კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეის ძალებმა ოთხშაბათს საზღვრის ახლოს ჭურვები ისროლეს, რაზეც სამხრეთმა კორეამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. ფხენიანმა დღეს უარყო სეულის ვერსია და აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეის მხარეს მშენებლობის ობიექტზე რამდენიმე აფეთქება განხორციელდა. ამ ვერსიას სეული არ იზიარებს. არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს წინ წაწევისკენ და ჩრდილოეთ კორეას მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG