Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტი დღეს საგანგებო სხდომას გამართავს


დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება და ბოლო დღეებში ინგლისის ქალაქებში მიმდინარე არეულობაზე იმსჯელებს. დეპუტატები საზაფხულო არდადეგებიდან პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გამოიძახა. კამერონი აცხადებს, რომ ახლა პოლიციას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს წყლის ჭავლი და პლასტიკური ტყვიები არეულობის მომწყობთა წინააღმდეგ. ოთხშაბათი ღამე ინგლისის ქალაქებში შედარებით მშვიდი იყო.
XS
SM
MD
LG