Accessibility links

logo-print

ისრაელმა დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი მშენებლობების გეგმა


ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 1600 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენებას აღმოსავლეთ იერუსალიმში. ეს გეგმა თავდაპირველად მოიწონეს გასულ წელს, ისრაელში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს, რამაც დაძაბულობა გამოიწვია ამერიკა-ისრაელის ურთიერთობაში. ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს განიხილავს თავისი დედაქალაქის განუყოფელ ნაწილად, რასაც არ აღიარებენ უცხოეთში. ხოლო პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მოითხოვენ თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად და აცხადებენ, რომ არ განაახლებენ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებას, თუ გაგრძელდება ებრაელთა დასახლებების მშენებლობა იქ და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG