Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლო განაგრძობს ბადრი ბიწაძის საქმის განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლო მოწმეთა დაკითხვითა და ბრალდებულის დაუსწრებლად განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის საქმის განხილვას. ბიწაძეს, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მისმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენს” აცნობა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით კვლავ არ გამოცხადდა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, რომელსაც უწყება უკვე მეორედ გაეგზავნა. შოთა უტიაშვილი მოწმის სტატუსით 8 აგვისტოსაც უნდა დაეკითხათ, თუმცა სასამართლოს შსს-დან აცნობეს, რომ ის თბილისში არ იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG