Accessibility links

logo-print

თბილისში დევნილთა საპროტესტო აქციები გრძელდება


თბილისში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ დევნილები, რომლებიც დღეს სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბნენ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტიდან მათ გამოსახლებას აპროტესტებენ, გიორგი ტუღუშთან შეხვედრას ითხოვდნენ. ომბუდსმენის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო ერემაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველი წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული, რომ დევნილებს მასთან შეხვედრა სურდათ, ამიტომ ოთხშაბათს ქუთაისში გაემგზავრა. გიორგი ტუღუშის ნაცვლად აქციის მონაწილეები ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს, თავად სახალხო დამცველს კი, დევნილები კვირას, ან ორშაბათს შეხვდებიან. ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით, დევნილთა საპროტესტო აქცია ხვალ პარლამენტთან გაიმართება.
XS
SM
MD
LG