Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიცია მეტი უფლებამოსილებით აღიჭურვება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა ახორციელებს ზომებს ბრიტანეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე უფრო მასშტაბურ არეულობებთან გასამკლავებლად. „მთელი ქვეყნისთვის შოკისმომგვრელი იყო ძარცვის, ძალადობის, ვანდალიზმისა და ქურდობის საშინელი სცენები. ეს არის სუფთა დამნაშავეობა და მისი გამართლება არაფრით შეიძლება... ახალგაზრდები, რომლებიც პლაზმურ ტელევიზორებს იპარავდნენ და მაღაზიებს წვავდნენ, ამას არ აკეთებდნენ პოლიტიკის გამო, ან პროტესტის ნიშნად. ეს იყო ქურდობა“, განაცხადა კამერონმა. მისი თქმით, განიხილავენ არმიის გამოძახების შესაძლებლობას, რათა არეულობის გაგრძელების შემთხვევაში, პოლიციელებს ჰქონდეთ დრო მძარცველების ასაყვანად. ამასთან, პოლიცია აღიჭურვება მეტი უფლებამოსილებით და კომპენსაციას მიიღებენ მატერიალურად დაზარალებული მოქალაქეები. კამერონმა საზაფხულო არდადეგები შეაწყვეტინა პარლამენტარებს, დღევანდელ სხდომაზე შესაკრებად.
XS
SM
MD
LG