Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საფონდო ბირჟებზე ისევ ეცემა აქციები


ევროპის ბირჟებზე ისევ ეცემა აქციები მას შემდეგ, რაც დღეს დილით ვაჭრობა აქციების კურსის ზრდით დაიწყო გუშინდელი დაღმასვლის შემდეგ. საფინანსო ბირჟებზე აქციების კურსის მერყეობის მიზეზად ითვლება ინვესტორების შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ევროზონაში ვალებით გამოწვეულ კრიზისს და აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის ჩამოქვეითებას. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს საფრანგეთის ბანკებმა - ერთ-ერთი უდიდესის, „სოსიეტე ჟენერალის“ აქციები ოთხშაბათს 20 პროცენტზე მეტით დაეცა, ვიდრე მოგვიანებით შედარებით აიწევდა. საფრანგეთის ბანკები და სადაზღვევო კომპანიები დაყაბულდნენ საბერძნეთის ვალების შემადგენელი 15 მილიარდი ევროს რესტრუქტურიზაციას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის დახმარების პაკეტით. პარიზი უსაფუძვლოს უწოდებს ვარაუდს, რომ შეერთებული შტატების შემდეგ ახლა საფრანგეთსაც შეიძლება ჩამოუქვეითონ უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი, AAA, საფრანგეთის ბანკების პრობლემების გამო. გავრცელებული ცნობებით, სარეიტინგო კომპანიები ადასტურებენ საფრანგეთის უმაღლეს რეიტინგს.
XS
SM
MD
LG