Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ჯარისკაცებმა 10-ზე მეტი ადამიანი დახოცეს


სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, არმიამ დღეს ტანკები და ჯარისკაცები გააგზავნა ჰომსისა და იდლიბის პროვინციებში. ჰომსის პროვინციაში მდებარე ქალაქ ყუსაირში, აქტივისტებისა და თვითმხილველების განცხადებით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დახოცეს და 16 დაჭრეს. ხოლო იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქ სარაკებში ათობით ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ აცხადებს სირიაში ადამიანის უფლებათა მეთვალყურე ორგანიზაცია, რომელიც ლონდონშია განთავსებული. იდლიბი თურქეთს ესაზღვრება და ამ რეგიონში ხშირად იმართება საპროტესტო აქციები, მიმართული პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ 2000-მდე ადამიანია დაღუპული სირიაში მას შემდეგ, რაც წელს, მარტში დაიწყო ანტისამთავრობო დემონსტრაციები. ეს ვარაუდი ეფუძნება უფლებადამცველებისა და გაეროს დიპლომატების მონაცემებს.
XS
SM
MD
LG