Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს ტიმოშენკოს საქმის განხილვაში ჩარევაზე


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უარყოფს მოწოდებას, რომ ისარგებლოს თავისი გავლენით ოპოზიციის ლიდერ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ვერ ჩაერევა სასამართლოს მუშაობაში. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. განცხადება მოჰყვა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის წერილობით მიმართვას, რომელშიც ის იანუკოვიჩს სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ტიმოშენკო ირწმუნება, რომ ის იანუკოვიჩის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ოპოზიციის ლიდერს წაყენებული აქვს პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება.
XS
SM
MD
LG