Accessibility links

აშშ-ის აქციების ფასმა კვლავ მოიმატა


დღეს აშშ-ის აქციების ფასმა კვლავ მოიმატა - მაშ შემდეგ, რაც ოთხშაბათს 4 პროცენტიანი ვარდნა აღირიცხა, ბაზრების მერყეობის ფონზე. ოთხშაბათს 520 პუნქტით შემცირების შემდეგ, დღეს „დაუ ჯონსის“ ინდექსი 370-ზე მეტი პუნქტით გაზარდა - რაც 3.5 პროცენტს შეადგენს. პოზიტიური დინამიკა აღირიცხა ევროპის ბაზრებზეც. პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ - გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად - სამშაბათს პარიზში შეხვედრა დანიშნა. განსახილველი თემაა ევროს მოქმედების ზონაში არსებული კრიზისით გამოწვეული დეფოლტის თავიდან აცილება იტალიასა და ესპანეთში.
XS
SM
MD
LG