Accessibility links

logo-print

პაკისტანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა


პაკისტანის თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ხუთშაბათს თვითმკვლელი თავდამსხმელი ქალის მიერ მოწყობილ და ქალაქ პეშავარში მომხდარ აფეთქებებზე. პაკისტანში თვითმკვლელი ქალის მიერ პოლიციის წინააღმდეგ სამი ტერაქტია მოწყობილი, რომელზეც თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა. ”ფრანს პრესისთვის” დაფარული ადგილიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პაკისტანის თალიბანის ლიდერმა ომარ ხალიდმა განაცხადა, რომ თვითმკვლელი ქალების გამოყენება თალიბანის ახალი სტრატეგიის ნაწილია.
XS
SM
MD
LG