Accessibility links

logo-print

სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდება


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოანი თანხმდებიან, რომ სირიაში საჭიროა ”დემოკრატიისკენ გარდაქმნა”. ორმა ლიდერმა ხუთშაბათს ტელეფონით ისაუბრა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაცია იხილავს საკითხს - პირდაპირ მოუწოდოს, თუ არა ახლო მომავალში ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა CBS News-ს განუცხადა, რომ აშშ-ს სურს რაც შეიძლება ბევრმა სახელმწიფომ მოითხოვოს ალ-ასადის გადადგომა.
XS
SM
MD
LG